ბითაძის 10 წუთი ჩემპიონთან - „ლეიკერსმა“ „ინდიანას“ ბოლო მეოთხედში მოუგო [ვიდეო] #1TVSPORT

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ „ოლ სტარის“ შემდეგ პირველი შეხვედრა „ლეიკერსის“ წინააღმდეგ გამართა და 100:105 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელმა 10 წუთი და 7 წამი ითამაშა, რა დროშიც მან 3 ქულა, 2 მოხსნა (ორივე შეტევაში) და 1 პასი დააგროვა. გოგამ საშუალო მანძლიდან ორჯერ ისროლა, მაგრამ უშედეგოდ, სამქულიანი კი ორიდან ერთი ჩააგდო. აღსანიშნავია ისიც, რომ ბითაძე ამ დროის განმავლობაში მეტოქის წინააღმდეგ არ დაჯარიმებულა.

რაც შეეხება შეხვედრას, პირველ მეოთხედში მოპოვებული 8-ქულიანი უპირატესობა „ინდიანამ“ მეოთხე მეოთხედამდე შეინარჩუნა, მაგრამ ბოლო პერიოდში „ლეიკერსმა“ ჩემპიონის სტატუსი გაამართლა და მეტოქეს 13 ქულით მოუგო.

მატჩში ყველაზე შედეგიანი მალკოლმ ბროგდონი იყო, რომლის ანგარიშზეც 29 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასია. კარგად გამოიყურებოდა „პეისერსისლიეტუელი ცენტრიც, საბონისს სამმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა, მან 20 ქულასთან ერთად 14 მოხსნა და 8 პასი მიითვალა. „ლეიკერსის“ რიგებიდან კი საუკეთესო კაილ კუზმა იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა და 24 ქულასთან ერთად 14 მოხსნა დააგროვა. ლებრონ ჯეიმსის ანგარიშზე კი 18 ქულა და 10 პასია.

ნეიტ ბიორკგრენის გუნდი ბოლო დროს ცუდად გამოიყურება. „ინდიანას“ ბოლო 7 შეხვედრიდან 6 მარცხი აქვს და 16 მოგებითა და 20 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრასპეისერსი“ 14 მარტს „ფინიქს სანსის“ წინააღმდეგ გამართავს.