ბითაძემ „ატლანტასთან“ 14 წუთი ითამაშა - „ინდიანამ“ მარტივად მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ბითაძემ „ატლანტასთან“ 14 წუთი ითამაშა - „ინდიანამ“ მარტივად მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

NBA-ის რეგულარული სეზონი დასასრულს უახლოვდება და გუნდები პლეი-ოფებამდე თავიანთ ბოლო შეხვედრებს მართავენ. გოგა ბითაძისინდიანამ“ „საკრამენტოსთან“ განცდილი მარცხის შემდეგ „ატლანტას“ უმასპინძლა და მეტოქე 7 ქულის სხვაობით დაამარცხა.

ქართველ კალათბურთელს ამჯერად შედარებით უფრო მცირე დრო მისცეს სათამაშოდ – 14 წუთი და 28 წამი. გოგამ თამაშიდან მხოლოდ ერთი ბურთის ჩაგდება მოახერხა, მან სამჯერ ისროლა პერიმეტრიდან და სამივეჯერ უშედეგოდ, საშუალო დისტანციიდან კი ერთიდან ერთი ჩააგდო. მის ანგარიშზე 2 ქულა 1 მოხსნა და 1 დაფარებაა. ბითაძე მეტოქის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდა.

პეისერსმა“ ამ შეხვედრაში თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და პირველ ტაიმში მეტოქეს 14 ქულის სხვაობით მოუგო, მიუხედავად იმისა, რომ „ატლანტა“ მესამე და მეოთხე პერიოდში უკეთესად გამოიყურებოდა, გუნდმა თამაშის შემოტრიალება მაინც ვერ მოახერხა. ბიორკგრენის გუნდი შეტევაში იდეალურად თამაშობდა და საბოლოო ჯამში, 133:126 გაიმარჯვა.

მატჩში საუკეთესო კარის ლევერტი იყო, რომელმაც 31 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. სამმაგ დუბლთან ახლოს იყო დომანტას საბონისი, ლიეტუველი კალათბურთელის ანგარიშზე 30 ქულა, 8 მოხსნა და 9 პასია. „ატლანტადან“ საუკეთესო ტრეი იანგი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი 30 ქულითა და 10 მოხსნით გაიფორმა. 28 ქულაა ბოგდან ბოგდანოვიჩის ანგარიშზე.

ინდიანა – ატლანტა 133:126

„ინდიანა პეისერსი“ რეგულარული სეზონის შემდეგ შეხვედრას 9 მაისს „ვაშინგტონის“ წინააღმდეგ გამართავს.