ბითაძე ისევ ძირითად ხუთეულში იყო - „ორლანდო“ ზედიზედ მეორე შეხვედრაში დამარცხდა #1TVSPORT
ბითაძე ისევ ძირითად ხუთეულში იყო - „ორლანდო“ ზედიზედ მეორე შეხვედრაში დამარცხდა #1TVSPORT

გამთენიისას გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) სტუმრად „კლივლენდ კავალიერსს“ დაუპირისპირდა და 111:121 დამარცხდა. ფლორიდელთათვის ეს ზედიზედ მეორე მარცხი იყო ცხრა მატჩის მოგების შემდეგ.

შეხვედრაში ყველაფერი პირველ მეოთხედში გაირკვა, რომელიც „კლივლენდმა“ 17-ქულიანი უპირატესობით მოიგო. „ორლანდომ“ ამის შემდეგ თამაშში დაბრუნება და მეტოქესთან ახლოს მისვლა ვეღარ მოახერხა.

საქართველოს ნაკრების ცენტრი კვლავ „ორლანდოს“ ძირითად შემადგენლობაში იყო. ბითაძემ მოედანზე 24:33 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა, 3 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა. გოგამ თამაშიდან 4-ჯერ შეუტია და 3 ტყორცნა ზუსტი აღმოჩნდა.

ფლორიდელების რიგებში გამორჩეული იყო აშშ-ის ნაკრების უკანახაზელი პაოლო ბანკერო, რომელმაც 42 ქულა ჩააგდო, 19 ქულა ჰქონდა კოულ ენტონის.

ამ მომენტისთვის „ორლანდოს“ 14 გამარჯვება და 7 მარცხი აქვს, ამ მაჩვენებლით კი აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა.