ბითაძე „ევროლიგაზე“ მორიგ მატჩს ხვალ გამართავს
ბითაძე „ევროლიგაზე“ მორიგ მატჩს ხვალ გამართავს

საკალათბურთო „ევროლიგაზე“ მე-19 ტური სტარტს დღეს აიღებს. კონტინენტის ყველაზე პრესტიჟულ საკალათბურთო ტურნირზე დღეს ოთხი მატჩი შედგება. მოსკოვის „ცსკა“ „მაკაბისთან“ დიდი ანგარიშით წაგებული მატჩის შემდეგ (76-93) გამარჯვების მოპოვებას „ბაიერნთან“ შეხვედრაში შეეცდება. პირეოსის „ოლიმპიაკოსის“ მეტოქე რუსული „ხიმკი იქნება“. თელ ავივის „მაკაბი“ კატალონიის „ბარსელონას“ უმასპინძლებს. დღევადნელი დღე „გრან კანარიასა“ და „ფენერბახჩეს“ შეხვედრით დასრულდება.

გოგა ბითაძისბუდოჩნოსტი“ საკუთარ შეხვედრას ხვალ, თბილისის დროით 22:00 საათზე, მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ კი ქართველი კაპიტნის გარეშე „ოლიმპია მილანოს“ მიიღებს.