ბილი კუარანტილომ სპაიკ კარლაელი ბოლო რაუნდში მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე დაამარცხა
ბილი კუარანტილომ სპაიკ კარლაელი ბოლო რაუნდში მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე დაამარცხა

დღევანდელი ქარდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბრძოლა ბილი კუარანტილოსა და სპაიკ კარლაელს შორის ჩატარდა. მებრძოლებმა სამი რაუნდის განმავლობაში თავი არ დაზოგეს და ბრწყინვალე დაპირისპირება შემოგვთავაზეს. პირველი ორი რაუნდი კარლაელმა შეიძლება ითქვას, რომ მეტოქეზე უკეთ გამართა, თუმცა აღნიშნულ ბრძოლაში გადამწყვეტი მესამე რაუნდი გამოდგა. კარლაელს დაღლილობა შეეტყო, რამაც, სავარაუდოდ მსაჯების გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

„ეს იყო ძალიან „ველური“ ბრძოლა. ძალიან მომეწონა. მიხარია, რომ საბოლოოდ გავიმარჯვე. ახლა კი მომდევნო მეტოქის ჯერია“, – განაცხადა კუარანტილომ ბრძოლის დასრულების შემდეგ.