ხარკოვსა და ოდესაში აფეთქებების ხმა ისმოდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
უკრაინული წყაროები წერენ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე სავარაუდოდ ახალი სარაკეტო იერიშები განხორციელდა.
საჰაერო შეტევის გამაფრთხილებელი განგაშის სიგნალი მთელი უკრაინის ტერიტორიაზე ისმის. „ტელეგრამის“ მომხმარებლები იუწყებიან აფეთქებების შესახებ ხარკოვსა და ოდესის რაიონში.
როგორც ოდესიდან იუწყებიან, იქ ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემა ამუშავდა. ხარკოვიდან ჯერ ახალი ცნობები არ არის.