„ბიბისი“ - ვლადიმერ პუტინმა უკრაინის მიმართ რუსეთის მოთხოვნები რეჯეფ თაიფ ერდოღანს გააცნო
„ბიბისი“ - ვლადიმერ პუტინმა უკრაინის მიმართ რუსეთის მოთხოვნები რეჯეფ თაიფ ერდოღანს გააცნო

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის მიმართ რუსეთის მოთხოვნები თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს გააცნო. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მოთხოვნები ორ კატეგორიად იყოფა: პირველი – უკრაინის მიერ ნეიტრალური სტატუსის გამოცხადება; უკრაინამ აღარ შეავსოს ნატო-ს წევრობაზე განაცხადი; ასევე, გაიაროს განიარაღების პროცესი, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ ის საფრთხეს არ წარმოადგენდეს რუსეთისთვის; უკრაინაში რუსული ენის დაცვისა და დენაციფიკაციის საკითხი.

მეორე ნაწილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირისპირ მოლაპარაკებაა, ვიდრე რაიმე სახის შეთანხმება შედგება. გავრცელებული ინფორმაციით, საკითხები დონბასის სტატუსსა და ყირიმთან დაკავშირებით იქნება.

სატელეფონო საუბარი თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ხუთშაბათს გაიმართა. როგორც „ბიბისი“ წერს, საუბარი მოისმინა ერდოღანის პრესმდივანმა, იბრაჰიმ კალინმაც, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია „ბიბისის“ გაუზიარა.