ბიატლონი – რბოლა გამოდევნებით კაცებში ფიიონ მაიემ, ქალებში კი ჰერმანმა მოიგო

13:06, 17.02.2019

ამერიკულ სოლტ-ლეიკ-სიტიში მიმდინარე მსოფლიო თასის მერვე ეტაპის რბოლები გაიმართა.

რბოლა გამოდევნებით კაცებში 12.5კმ-ზე ფრანგმა კენტენ ფიიონ მაიემ მოიგო, მეორე ადგილზე ნორვეგიელი კრისტიანსენი გავიდა, მესამე კი ასევე ფრანგი ბიატლონისტი – დეტიე იყო.

რბოლა გამოდევნებით ქალებში 10კმ-ზე ძალიან დაძაბულად წარიმართა. გამარჯვება კი გერმანელმა დენის ჰერმანმა მოიპოვა, მეორე ადგილზე მისი თანამემამულე ჰილდებრანდი გავიდა, მესამე კი ფინელი მაკარაინენი იყო.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ჩრდილოამერიკული ეტაპების ბოლო დღეს, ორი რბოლა გაიმართება: შერეული ესტაფეტა (მამაკაცი-ქალი) და შერეულ წყვილებში ესტაფეტა 2X6+2X7.5კმ.

მსგავსი