ბიატლონი - ანტჰოლცში სპრინტი ქალებში დავიდოვამ მოიგო
ბიატლონი - ანტჰოლცში სპრინტი ქალებში დავიდოვამ მოიგო

დღეს იტალიურ ქალაქ ანტჰოლცში, ბიატლონში მსოფლიო თასის მეექვსე ეტაპი დაიწყო. გაიმართა სპრინტი ქალებს შორის 7.5 კილომეტრზე, რომელიც ძალიან დაძაბულ ბრძოლაში ჩეხმა მარკეტა დავიდოვამ მოიგო.

მეორეზე ფინელი კაისა მაკარაინენი გავიდა, მესამე კი ნორვეგიელი როსელანდი იყო.

ხვალ, 25 იანვარს, სპრინტი კაცებს შორის 10 კმ-ზე გაიმართება.