ბერიშვილის 19 ქულა „ალ სადთან“ მოგებულ მატჩში, ცინცაძეს არ უთამაშია

12:20, 23.01.2020

ყატარულმა „ალ შამალმა“, რომლის ღირსებას გიორგი ცინცაძე და მიხეილ ბერიშვილი იცავენ, ჩემპიონატში მორიგი თამაში დაძაბულ ბრძოლაში მოიგო. ქართველების გუნდმა „ალ სადთან“ მინიმალური სხვაობით, 73-72 იმარჯვა და ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა. გიორგი ცინცაძეს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, მიხეილ ბერიშვილი კი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მიშამ შეუცვლელად ითამაშა და 19 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა მსროლელმა 6-დან 2 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. ბერიშვილის სარგებლიანობის კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთა შორის მხოლოდ ემირ მუიკიჩს (22 ქულა, 14 მოხსნა) ჩამორჩა.

„ალ შამალი“ 10 მოგებითა და 3 მარცხით პირველ ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს ბერიშვილის და ცინცაძის გუნდი 23 იანვარს, სტუმრად, „ყატარ სპორტსთან“ ჩაატარებს.

მსგავსი