ბერიძემ „უიპეშტი“ დუბლით უნგრეთის თასის შემდეგ ეტაპზე გაიყვანა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი ბერიძე უნგრეთის თასის 1/16-ფინალური შეხვედრების ერთ-ერთი გმირი გახდა, „უიპეშტი“ კი ბოლო წუთებზე შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.

მისი გუნდი, რომელიც უნგრეთის თასის მფლობელია, გასვლაზე „ბუდაფოკს“ ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ამაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. გიორგი ბერიძემ 47-ე წუთზე ანგარიში პენალტით გახსნა. 64-ე წუთზე დანიელ შალაიმ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ 88-ე წუთზე ქართველმა თავდამსხმელმა მეტოქის კარი მეორედ აიღო, დუბლი შეასრულა და „უიპეშტი“ თასის 1/8-ფინალში გაიყვანა.

ლაშა დვალი და გიორგი ხარაიშვილი (ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადის) განაცხადშიც არ ყოფილან „ფერენცვაროშისშემმადგენლობაში, რომელმაც გასვლაზე დაბალი ლიგის „ტოკოლს“ 0:7 სძლია.

ლუკა ლაკვეხელიანისმეზოკოვეშდი“ გასვლაზე „სეგედის“ შეხვდა. მატჩის ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, პენალტების სერია კი „სეგედის“ ფეხბურთელებმა უკეთ შეასრულეს და 3:1 მოიგეს.

ყველაზე გვიან უნგრეთის თასის 1/16-ფინალურ შეხვედრას ბუდუ ზივზივაძისფეჰერვარი“ ჩაატარებს, რომელიც 3 ნოემბერს დაბალი ლიგის „ბასუტასს“ ესტუმრება.

დატოვე კომენტარი