ბერძნული გამოცემა - ოქრიაშვილმა „პანათინაიკოსთან“ მოლაპარაკება დაიწყო #1TVSPORT
ბერძნული გამოცემა - ოქრიაშვილმა „პანათინაიკოსთან“ მოლაპარაკება დაიწყო #1TVSPORT

„ქეცბაიას აღმოჩენა „პანათინაიკოსს“ შესთავაზეს“ – ასეთი სათაურით გაავრცელა ინფორმაცია ბერძნულმა გაზეთმა gazetao.gr-მა.

გამოცემის მტკიცებით, საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ლიდერმა ბერძნულ გრანდთან მოლაპარაკება დაიწყო.

„თორნიკე ოქრიაშვილი იმ კანდიდატებს შორის მოხვდა, რომლებსაც „პანათინაიკოსის“ შეტევის გაძლიერება შეუძლია. ქართველი მოთამაშის გვარი უკვე ათენური კლუბის სატრანსფერო სიაში ფიგურირებს“, – იტყობინება gazetao.gr.

ბერძნული გაზეთი მოლაპარაკებაზე საინტერესო დეტალებზე წერს:

„ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ფლანგის შემტევმა კვიპროსში ორი წელი გაატარა. ის თავისი მენეჯერის შუამავლობით „პანათინაიკოსის“ წარმომადგენლებს უკვე ელაპარაკა. ის იყო პირველი ფეხბურთელი, რომელთანაც თემურ ქეცბაიას დანიშვნის შემდეგ „ანორთოსისმა“ კონტრაქტს ხელი მოაწერა“.