ბერძნული გამოცემა „გაზეტა“ - პირველი მეოთხედის გარდა, საქართველოს ნაკრები უკეთესი იყო #1TVSPORT
ბერძნული გამოცემა „გაზეტა“ - პირველი მეოთხედის გარდა, საქართველოს ნაკრები უკეთესი იყო #1TVSPORT

სალონიკში გამართულ საბერძნეთი-საქართველოს ნაკრებების მატჩს (1:1) პოპულარული ბერძნული გამოცემა „გაზეტას“ (gazzetta) ბლოგერი მიხალის ცოხოსი გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, თუ ვინმე იმსახურებდა გამარჯვებას ეს საქართველოს ნაკრები იყო.

„საქართველო, მატჩის პირველი მეოთხედის გარდა, უკეთესი იყო. როდესაც ქართველმა მცველმა ავტოგოლი გაიტანა, ვიფიქრე – „თითქმის ყველაფერი ცუდი იყო, მაგრამ დასასრული მაინც იყო კარგი”. მაგრამ აღმოჩნდა, რომ დასასრულიც არ იყო კარგი. თუმცა, უხეშად რომ ვთქვათ და მატჩის სურათის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შედეგი კარგია,“ – წერს ბერძენი ბლოგერი.

მისი თქმით, მოსაგებად სტუმრები თამაშობდნენ:

„გამარჯვება ქართველებს სურდათ. მატჩის ხასიათზე ზუსტ წარმოდგენას ის ეპიზოდები გვიქმნის, როდესაც საბერძნეთის ნაკრებმა ბურთი ვლახოდიმოსის საჯარიმო მოედნიდან მოიგერია, ქართველებმა კი საჯარიმოში ჩაგვკეტეს. მომენტების შექმნის პრობლემა ყველა მეტოქესთან იქნება, მაგრამ მისი გადალახვის გზაა ინტენსივობა, სირბილი, ზეწოლა, სიჩქარე, მყარი ნერვები, როგორც ეს ესპანეთში გავაკეთეთ. ეს თვისებები საქართველოსთან არ გვინახავს. ახლა ფეხბურთს მხოლოდ აზარტით არ თამაშობენ. ამავე დროს, დავინახეთ ქართველების აზარტი, როდესაც ანგარიში გაათანაბრეს. ორი მოთამაშე გააფთრებით შევარდა ჩვენს კარში, ბურთი ბადიდან რომ აეღოთ. მერე ბურთი სწრაფად მოედნის ცენტრში მიიტანეს, რადგან თამაშის სწრაფად განახლება და მეორე გოლის გატანა სურდათ. მოკლედ, ჩვენი მწვრთნელის გეგმა არაეფექტური აღმოჩნდა და საქართველოსთან ნაკრების თამაში ვერ ვნახეთ“.