ბექა მიქელთაძე - ყველაფერს გავაკეთებ, რომ „ნიუკასლს“ მიზნის მიღწევაში დავეხმარო #1TVSPORT
ავსტრალიური კლუბის, „ნიუკასლ ჯეთსის“ მთავარმა მწვრთნელმა, არტურ პაპასმა კომენტარი გააკეთა 23 წლის ბექა მიქელთაძის ტრანსფერზე.
საინტერესოა, რომ ავსტრალიური კლუბის პრესსამსახურმა საქართველოს ნაკრების კანდიდატის კლუბში აყვანას ასე შეაფასა – „ნამდვილი გადატრიალებაა კლუბისთვის“.
კლუბის პრესსამსახურის ცნობით, „ნიუკასლ ჯეთსს“ მიქელთაძის გადაბირებაში რამდენიმე კონკურენტი ჰყავდა.
„ბექა მიქელთაძის დამატებით ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ. ეს არის ის მოთამაშე, რომელიც დაკომპლექტების საწყის პროცესის დავითანხმეთ და ვფიქრობთ, რომ ის ჩვენს სათამაშო სისტემას ძალიან ერგება. მიქელთაძეს ბევრი შეუძლია შეცვალოს თავდასხმაში, მის ჩამოსვლას მოუთმენლად ველოდებით“, – თქვა პაპასმა.
მიქელთაძემ კარიერა საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონში“ დაიწყო, შემდეგ კი „დინამო თბილისში“ გადავიდა, სადაც თავი დამკვიდრდა. მან ასევე ითამაშა რუსეთის პრემიერ ლიგაში, მიქელთაძე შემდეგ საბერძნეთში გადავიდა, სადაც „ქსანტში“ თამაშობდა. მან საქართველოს ნაკრების ყველა ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებში ითამაშა.
ავსტრალიურ კლუბში გადასვლასთან დაკავშირებით ბექა მიქელთაძემ პირველი კომენტარი გააკეთა:
„ვამაყობ და ბედნიერი ვარ იმ ნდობით, რომელიც „ნიუკასლმა“ გამოავლინა ჩემს მიმართ და მინდა, რომ ეს ნდობა გავამართლო. „ნიუკასლის“ შესახებ ბევრი რამ გავიგე. კლუბში ჩამოვდივარ, რომ უმაღლესი ადგილისთვის ვიბრძოლო და ყველაფერს გავაკეთებ, გუნდს მიზნის მიღწევაში დავეხმარო“, – ამბობს მიქელთაძე.