პირველი ქართველი ავსტრალიაში - მიქელთაძე კარიერას „ნიუკასლში“ გააგრძელებს #1TVSPORT
პირველი ქართველი ავსტრალიაში - მიქელთაძე კარიერას „ნიუკასლში“ გააგრძელებს #1TVSPORT

ბექა მიქელთაძე პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც კარიერას ავსტრალიაში გააგრძელებს. საქართველოს პირველი არხს ინფორმაცია დაგვიდასტურეს. საქართველოს ნაკრების კანდიდატმა კონტრაქტი „ნიუკლასლ ჯეტსთან“ გააფორმა.

ინფორმაცია თავად მიქელთაძის ოჯახში დაგვიდასტურეს. შევიტყვეთ, რომ ქართველ ფეხბურთელს საბერძნეთის სუპერლიგის კლუბები იწვედნენ, მაგრამ მან ავსტრალიაში თამაში გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ ბექა მიქელთაძე თამაშობდა „ზესტაფონში“, „დინამო თბილისში“, „ანორთოსისში“, „რუსთავში“, ყაზანის „რუბინში“, ვოლგოგრადის „როტორში“, ბოლოს კი საბერძნეთის „ქსანტიში“.

ინფორმაცია ავსტრალიურმა კლუბმაც დაადასტურა.

ნიუკასლ ჯეტსი“ მოხარულია, რომ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა ფორვარდ ბექა მიქელთაძესთან. საქართველოს ნაკრების შემტევი „ჯეტსს“ ბერძნული კლუბიდან „ქსანტიდან“ შეუერთდა“.