ბექა მიქელთაძე ავსტრალიაში თვის ფეხბურთელად დაასახელეს #1TVSPORT
ბექა მიქელთაძე ავსტრალიაში თვის ფეხბურთელად დაასახელეს #1TVSPORT

ბექა მიქელთაძე „ნიუკასლ ჯეთსში“ დეკემბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ეს ავსტრალიის ა-ლიგის კლუბის ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებში დასრულებული გამოკითხვის შედეგად გაირკვა.

ავსტრალიური გუნდის ფანებმა 24 წლის ქართველი თავდამსხმელი პირველ ადგილზე დაასახელეს. ბექა მიქელაძემ გაიტანა 4 გოლი, 9 საკვანძო გადაცემა შეასრულა, ერთი – საგოლე პასი და ერთხელ თამაშის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

„კლუბში ჩატარებულ პირველ ხუთ მატჩში მიქელთაძემ დაამტკიცა, რომ ავსტრალიის ლიგაში ანგარიშგასაწევი მოთამაშეა. იგი ა-ლიგის ბომბარდირთა დავაში ლიდერობს. ბექას პასების 86%-იც ზუსტია – ის დასახელდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც“, – ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

მიქელთაძემნიუკასლ ჯეტსის“ ფანების ხმების 29% დააგროვა. მას მცირედით ჩამორჩა გუნდის ბრაზილიელი ლეგიონერი, თავდამსხმელი დანიელ პენა, რომელსაც ხმა გამოკითხულთა 23%-მა მისცა.

მიქელთაძემ ავსტრალიის ა-ლიგაში 5 შეხვედრა ჩაატარა და 5 ქულით მე-9 ადგილზეა. ბექა 5 შეხვედრაში გატანილი 4 გოლით ა-ლიგის საუკეთესო ბომბარდირია. ეს იმის მიუხედავად, რომ ავსტრალიის ჩემპიონატში უკვე 7 ტური ჩატარდა, კორონავირუსის გამო კი ქართველ თავდამსხმელს და „ნიუკასლ ჯეთსს“ 2 მატჩის გამოტოვება მოუხდათ.