მიქელთაძემ ავსტრალიაში ლიდერს გაუტანა – ქართველი ბომბარდირებში დაწინაურდა [ვიდეო] #1TVSPORT

11:44, 19.12.2021

ბექა მიქელთაძემ, რომელმაც ავსტრალიაში სეზონი ჩინებულად დაიწყო, „ნიუკასლ ჯეთსში“ მორიგი გოლი გაიტანა, მაგრამ ამჯერად ეს გუნდის გასამარჯვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ქართველი ფეხბურთელი „ნიუკასლ ჯეთსის“ ძირითად შემადგენლობაში იყო ლიგა ა-ს მე-5 ტურში, რომელიც მისმა გუნდმა გასვლაზე გათამაშების ლიდერთან, „მაკარტურთან” გამართა. ბექამ 35- წუთზე ანგარიში ძლიერი საჯარიმო დარტყმით გახსნა, მაგრამ მასპინძლებმა, რომლებიც მე-18 წუთზე მეკარე გაუგდეს, თამაშის შემოტრიალება და მოგება მაინც მოახერხეს. 48-ე წუთზე და სილვამ წონასწორობა აღადგინა, ხოლო 84-ე წუთზე ჯეიმს მერედიტმა „მაკარტურს“ გამარჯვება მოუტანა – 2:1.

5 ტურის შემდეგ „ნიუკასლ ჯეთსი“ 5 ქულით მე-6 პოზიციაზეა, ხოლო ბექა მიქელთაძემ 5 შეხვედრაში უკვე 4 გოლი გაიტანა და ლიგა ა-ს ბომბარდირებში გალიდერდა.

მსგავსი