ბექა დავითულიანი - „ნაციონალებს“ შეგვიძლია, ვეთამაშოთ ფეხბურთი და დავამარცხოთ, ან შეგვიძლია, ვეთამაშოთ არჩევნები და დავამარცხოთ
ბექა დავითულიანი - „ნაციონალებს“ შეგვიძლია, ვეთამაშოთ ფეხბურთი და დავამარცხოთ, ან შეგვიძლია, ვეთამაშოთ არჩევნები და დავამარცხოთ

შეგვიძლია, ვეთამაშოთ ფეხბურთი და დავამარცხოთ, ან შეგვიძლია, ვეთამაშოთ არჩევნები და დავამარცხოთ, – ასე გამოეხმაურა საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის მიერ კახა კალაძისთვისთვის საკრებულოში საფეხბურთო კლუბ „ინტერის“ მაისურის მიტანის ფაქტს.

მისი თქმით, მთავარია, მათ ხალხის ბედით არ ითამაშონ, როგორც ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ იქცევა.

„ფეხბურთის მაისური შეუძლიათ ჩაიცვან, შეგვიძლია, ვითამაშოთ ფეხბურთი და დავამარცხოთ, შეგვიძლია, ვითამაშოთ არჩევნები და დავამარცხოთ. მთავარია, ხალხის ბედით არ ვითამაშოთ, როგორც ისინი იქცევიან“, – განაცხადა დავითულიანმა.

ლევან ხაბეიშვილმა თბილისის საკრებულოს სხდომაზე კახა კალაძისთვის მილანის „ინტერის“ ფორმა მიიტანა. მისი თქმით, კალაძის მილანში თამაშის დროს „ინტერი“ მისი მოსისხლე მტერი იყო და ის თბილისელებს სწორედ ისე აღიქვამს, როგორც მოწინააღმდეგეებს.