ბექა ბურჯანაძის 13 ქულა ესპანეთის ჩემპიონატში - „ტენერიფე“ შერმადინის გარეშე აგებს [ვიდეო] #1TVSPORT

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მეშვიდე ტურის მატჩები გაიმართა. ბექა ბურჯანაძის „ბეტისმა“ „ობრადარიოს“ უმასპინძლა და თანაბარ ბრძოლაში 76:87 დამარცხდა.

ბურჯანაძე თამაშში სათადარიგოთ სკამიდან ჩაერთო და თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო იყო. მან 22 წუთში 13 ქულა, 4 მოხსნა და თითო პასი-დაფარება მოაგროვა. სროლის სიზუსტე არ დაეწუნებოდა – 6-დან 4 ორქულიანი, 7-დან 5 საჯარიმო. მარგი ქმედების კოეფიციენტით ის მხოლოდ ევანსს (27) ჩამორჩა. ბექას მქკ 20 იყო.

„ბეტისს“ შვიდ ტურში ერთი მოგება აქვს. მომდევნო მატჩს 31 ოქტომბერს „ვალენსიას“ წინააღმდეგ გამართავს.

ვერ გაიმარჯვა გიორგი შერმადინის გარეშე მოთააშე „ტენერიფემ“ საშინაო რენაზე „ხუვეტუდთან“ 72:79 დათმო. შერმადინი წელის ტრავმას მკურნალობს. როგორც თავად გვითხრა რეაბილიტაცია გეგმიურად მიმდინარეობს და მოედანს მალე დაუბრუნდება.