ბექა ბურჯანაძის 11 ქულა „ბარსელონასთან“ [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ბექა ბურჯანაძემ ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში „ბარსელონას“ წინააღმდეგ 11 ქულა მიითვალა. ბექას „ბეტისმა“ კატალონიელებთან შინ 61:78 დათმო.
მატჩის ბედი მეოთხე პერიოდში გადაწყდა, რომელიც „ბარსამ“ 21:11 მოიგო.
ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და 21 წუთი ითამაშა, 6-დან 3 ორქულიანი, 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო და 11 ქულას 4 მოხსნა და 1 პასი მიამატა.
„ბეტისს“ ხუთი ტურის შემდეგ 1 მოგება და 4 მარცხი აქვს.
Don @BeqaBurjanadze 👊💚 pic.twitter.com/um8X4yc1NK
— Coosur Betis Planet (@CoosurPlanet) October 10, 2021