ბენ სიმონსი მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს
ბენ სიმონსი მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს

„ფილადელფიას“ გამთამაშებელმა ბენ სიმონსმა საკუთარი „ტვიტერის“ მეშვეობით გამოაცხადა, რომ ითამაშებს ავსტრალიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც 31 აგვისტოს ჩინეთში დაიწყება.

„სიხარულით გაცნობებთ, რომ ვიქნები მომავალ ჩემპიონატზე ავსტრალიის ნაკრების შემადგენლობაში“, – გამოაცხადა ფილადელფიელმა.

2018-19 წლების სეზონში სიმონსმა 79 მატჩი ჩაატარა „ფილადელფიას“ შემადგენლობაში და საშუალოდ 16.9 ქულა, 8.8 მოხსნა და 7.7 შედეგიანი პასი დააგროვა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ავსტრალიის ნაკრები ურთულეს ჯგუფშია მოხვედრილი კანადასთან, ლიტვასთან და სენეგალთან ერთად.