ბენ სიმონსი მსოფლიო ჩემპიონატზე არ ითამაშებს
ბენ სიმონსი მსოფლიო ჩემპიონატზე არ ითამაშებს

„ფილადელფიას“ ერთ-ერთი ლიდერი, 2016 წლის დრაფტის პირველი ნომერი ბენ სიმონსი, დიდი ალბათობით არ ითამაშებს 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც ჩინეთში 31 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე ჩატარდება. სიმონსი აპირებს ეს პერიოდი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ახალი სეზონისთვის მომზადებას დაუთმოს. ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა ცნობილმა მიმომხილველმა ედრიან ვოინაროვსკიმ.

ავსტრალია მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სენეგალს, კანადასა და ლიეტუვას ეთამაშება.

სიმონსთან დაკავშირებით ასევე ირკვევა, რომ მან და „ფილადელფიამ“ შეათანხმეს მაქსიმალური კონტრაქტი. როგორც „იაჰუ“ (Yahoo) წერს, კონტრაქტი ხუთწლიანი იქნება და ავსტრალიელი ჯამში 170 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. ახალი კონტრაქტი ძალაში 2020-2021 წლების სეზონზე ამოქმედდება.

ბენ სიმონსმა გასულ სეზონზე 79 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ, 16.9 ქულა, 8.8 მოხსნა, 7.7 შედეგიანი გადაცემა და 1.4 ჩაჭრა დააგროვა.

დატოვე კომენტარი