ბელგრადში აფეთქდა ავტომობილი, რომელშიც ცნობილი სერბი წამყვანის მამა იჯდა

18:46, 16.10.2018

ბელგრადში მსუბუქი ავტომობილი აფეთქდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულია ერთი მამაკაცი. ის ცნობილი სერბი წამყვანის, მარიჯან მიჩიჩის მამა, 63 წლის ნებოიშა მიჩიჩია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გავრცელებული ვერსიით, ავტომობილში შესაძლოა, ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

მსგავსი