ბელგიური გამოცემა - მიქაუტაძე ლიგის ნამდვილი ფენომენია #1TVSPORT
ბელგიური გამოცემა - მიქაუტაძე ლიგის ნამდვილი ფენომენია #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძე ბელგიის პირველი დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. საქართველოს ნაკრებისა და „სერენის“ თავდამსხმელმა 21 მატჩში 1812 წუთი ითამაშა და 19 გოლი გაიტანა, მათგან 2 პენალტით.

უნიონისშემტევმა დანტე ვანზეირმა 22 მატჩში 1832 წუთი ითამაშა და ანგარიშზე 19 გოლი ჩაიწერა, საიდანაც 4 პენალტით მიითვალა – ნაკლები თამაშის და ნაკლები წუთების გამო პირველზე 20 წლის მიქაუტაძე გავიდა. ის პირველი ქართველია მიმდინარე სეზონში, რომელიც უცხოურ ლიგაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ბელგიურმა გამოცემა Dhnet-მა ქართველ შემტევს წერილი მიუძღვნა:

„დიდი ჯილდო მიქაუტაძისთვის – ქართველმა დუბლი შეასრულა და წლის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ბელგიის პირველი დივიზიონის 28-თამაშიანი თავგადასავალი დასრულდა. პირველობა „უნიონმა“ მოიგო, „სერენმა“ მეორე ადგილი დაიკავა და მთავარ ლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში „ვაასლან-ბევერენთან“ ითამაშებს – 1 მაისს შინ, 8 მაისს სტუმრად.

სერენმა“ ბოლოს „ლომელს“ გასვლაზე (3:1) გიორგი მიქაუტაძის გარეშე მოუგო. „მეციდან“ იჯარით დამატებული თავდამსხმელი ყურადღებით ადევნებდა თვალს „უნიონის“ მატჩს, სადაც მისი კონკურენტი დანტე თამაშობდა. ფრანგი ქართველისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი ფსონი იყო დადებული – მას შეეძლო ჩემპიონატის ბომბარდირის ტიტული მოეპოვებინა.

ბოლოს, ყველაფერი ქართველისთვის კარგად დასრულდა – დანტე ვანზეირთან ერთად მან სეზონში 19 გოლი გაიტანა. ამ სეზონში „მეციდან“ იჯარით დამატებული მიქაუტაძე დიდი ხანია, ლიგის ნამდვილი ფენომენია. იგი ასევე კლუბის საუკეთესო მოთამაშედ აირჩიეს.“