ბეჟანიშვილს შეუძლია იოკიჩს შეუწყვილდეს - SBNATION გიორგის კონტრაქტს აფასებს #1TVSPORT
ბეჟანიშვილს შეუძლია იოკიჩს შეუწყვილდეს - SBNATION გიორგის კონტრაქტს აფასებს #1TVSPORT

გიორგი ბეჟანიშვილმა „დენვერ ნაგეტსთან“ Exhibit 10 კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა და წინასასეზონო მატჩებში, სანამ რეგულარული სეზონი განახლდება, ქართველ კალათბურთელს NBA-ის გუნდის შემადგენლობაში უნდა ველოდოთ. სეზონის დაწყების შემდეგ კი, დიდი ალბათობით, ის „ნაგეტსის“ G ლიგის გუნდის „გრანდ რაპიდს გოლდის“ ღირსებას დაიცავს და ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში თამაშის შესაძლებლობაც ექნება.

ამერიკული მედია SBNATION ცოტა ხნის წინ გიორგის კონტრაქტის გაფორმებას გამოეხმაურა. სტატიის ავტორი, ბეჟანიშვილის NBA-ის გუნდთან კონტრაქტის გაფორმებას მოულოდნელს უწოდებს, მაგრამ შემდეგ აღნიშნავს, რომ მისი მონაცემები ლიგის მოთამაშეს შეესაბამება.

„როცა „ილინოისის“ საკალათბურთო სეზონი მარტში მოულოდნელად დასრულდა, ვიცოდით, რომ შემადგენლობის მხრივ 2021/22 წლების სეზონში მნიშვნელოვანი ცვლილებელი მოხდებოდა. გულშემატკივრები აიო დოსუნმუს NBA-ში წასვლას ელოდებოდნენ და როგორც ჩანდა, კოფი კოკბერნიც პროფესიონალურ კალათბურთს ითამაშებდა.

მაგრამ უმეტესობა გაკვირვებულები დავრჩით, როდესაც გულშემატკივრების ფავორიტმა, გიორგი ბეჟანიშვილმა კოლეჯის კარიერის დასრულება და NBA-ის დრაფტზე დადგომა გადაწყვიტა, უფრო ლოგიკური იქნებოდა კარიერა ევროპაში გაეგრძელებინა, რადგან 2 წელი გავიდა, რაც გიორგის თავისი ოჯახი არ უნახავს… მაგრამ NBA? 206 სანტიმეტრის ფორვარდი არც სკაუტების და დრაფტების სიებში არ იყო, მაგრამ ფაქტია, რომ სეზონის დაწყებამდე მან მინიმუმ 1 გუნდი მაინც მოხიბლა, რადგან „დენვერ ნაგეტსმა“ ის საზაფხულო ლიგაზე სათამაშოდ მიიწვია.  ახლა კი, რეგულარული სეზონის დაწყებამდე გიორგიმ შანსი მიიღო, რომ ნამდვილი, NBA-ის კონტრაქტი გაუფორმონ.

თუ 6 თვის წინ მეტყოდი, რომ ბეჟანიშვილს უფრო დიდი შანსი აქვს NBA-ის რომელიმე გუნდის შემადგენლობაში მოხვდეს ვიდრე კოფი კოკბერნს, დაუჯერებელი იქნებოდა. მაგრამ გიორგი უფრო მეტად ერგება თანამედროვე NBA-ს – ის მაღალი, ათლეტური, მრავალფეროვანი და ენერგიული კალათბურთელია. ბეჟანიშვილს შეუძლია მის კერპს, „ნაგეტსის“ ცენტრს და MVP-ის ნიკოლა იოკიჩს შეუწყვილდეს.“

დენვერ ნაგეტსიპრესეზონის შემდეგ შეხვედრას 14 ოქტომბერს, „ოკლაჰომას“ წინააღმდეგ გამართავს და იმედი ვიქონიოთ, რომ გიორგი ბეჟანიშვილს სათამაშო დრო და თავის გამოჩენის შანსი მიეცემა.