ბეჟანიშვილის 12 ქულა და ზედიზედ მეორე მოგება „ნიკსთან“ - „სკაიჰოუკსი“ მერვე ადგილზეა [ვიდეო] #1TVSPORT  
ბეჟანიშვილის 12 ქულა და ზედიზედ მეორე მოგება „ნიკსთან“ - „სკაიჰოუკსი“ მერვე ადგილზეა [ვიდეო] #1TVSPORT  

გიორგი ბეჟანიშვილმა „კოლეჯ პარკ სკაიჰოუკსში“ ჩატარებული კარიერის შეხვედრის შემდეგ, G ლიგაში, ვკლავ „ვესტჩესტერ ნიკსის“ წინააღმდეგ ითამაშა და ამჯერადაც მოიგო 121-107.

ბეჟანიშვილი სასტარტო შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა და ამ შეხვედრაშიც პირველივე წუთებიდან თამაშობდა. მან 31 წუთში 12 ქულის, 4 მოხსნის, 1 პასისა და 1 დაფარების დაგროვება მოასწრო. ქართველმა კალათბურთელმა 7-დან 5 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, პერიმეტრიდან კი არ უსვრია. აღსანიშნავია მისი +/- მაჩვენებელი – გიორგის პარკეტზე ყოფნის პერიოდში „სკაიჰოუკსმა“ მეტოქეს 13 ქულით მოუგო.

ჯორჯიელებმა თამაშის ბედი, შეიძლება ითქვას, რომ პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს. „სკაიჰოუკსი“ დიდ შესვენებამდე 23 ქულით იგებდა და მეტოქემ მატჩის შემოტრიალება ვერ მოახერხა.

9 მოგებითა და 8 მარცხით ბეჟანიშვილის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას „სკაიჰოუკსი“ 12 თებერვალს „ლონგ აილენდ ნეტსის“ წინააღმდეგ გამართავს.