ორმაგი დუბლი 30 ქულით, რეკორდი და MVP - ბეჟანიშვილის სუპერმატჩი G ლიგაში [ვიდეო] #1TVSPORT
ორმაგი დუბლი 30 ქულით, რეკორდი და MVP - ბეჟანიშვილის სუპერმატჩი G ლიგაში [ვიდეო] #1TVSPORT

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის G ლიგაში ქართველმა კალათბურთელმა, გიორგი ბეჟანიშვილმა კარიერის მატჩი ჩაატარა, მისმა გუნდმა, „კოლეჯ პარკ სკაიჰოუკსმა“ კი, „ვესტჩესტერ ნიქსი“ 126-112 დაამარცხა.

ბეჟანიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო, 37 წუთი ითამაშა და ამ დროში კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა – მან ორმაგი დუბლი 30 ქულითა და 12 მოხსნით (3 შეტევაში) გაიფორმა და MVP-იც გახდა. 24 წლის კალათბურთელმა 18-დან 13 ორქულიანი და 4-დან 2 ერთქულიანი ჩააგდო. გიორგიმ 4-ჯერ დაკარგა ბურთი და 4-ჯერ დაჯარიმდა, მაგრამ +/- მაჩვენებელი +13 ჰქონდა.

თითქმის თანაბარი პირველი მეოთხედის შემდეგ, რომელიც „სკაიჰოუკსმა“ ერთი ქულით მოიგო, ბეჟანიშვილის გუნდმა დიდი სხვაობით წინ გასვლა მეორე და მესამე მეოთხედებში მოახერხა – ჯორჯიელები 19 ქულით  დაწინაურდნენ და საბოლოო ჯამში, 14 ქულით მოიგეს.

8 მოგებითა და 8 მარცხით „სკაიჰოუკსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას „ატლანტა ჰოუკსის“ G ლიგის გუნდი 9 თებერვალს, კვლავ „ვესტჩესტერ ნიქსის“ წინააღმდეგ გამართავს.