ბეჟანიშვილი გუნდიდან გაუშვეს - ამერიკული მედიის ცნობით, გიორგი „ნაგეტსის“ G ლიგის გუნდში ითამაშებს #1TVSPORT
ბეჟანიშვილი გუნდიდან გაუშვეს - ამერიკული მედიის ცნობით, გიორგი „ნაგეტსის“ G ლიგის გუნდში ითამაშებს #1TVSPORT

დენვერ ნაგეტსმა“ ავსტრიის მოქალაქე ქართველი კალათბურთელი, გიორგი ბეჟანიშვილი გუნდიდან გაუშვა, – ამის შესახებ NBA თავის ოფიციალურ გვერდზე იუწყება.

ბეჟანიშვილმა „ნაგეტსთან“ ცოტა ხნის წინ Exhibit 10 კონტრაქტი გააფორმა, რომელიც საბონუსე სისტემას არ ითვალისწინებს და ხელშეკრულების მიხედვით, გუნდს ნებისმიერ დროს შეუძლია კალათბურთელის გაშვება. გიორგისთან ერთად, „დენვერმატერიკ ბლექი და დეივონ რიდიც გაუშვა.

როგორც ამერიკული გამოცემა hoopsrumors იუწყება, დიდი ალბათობით, სამივე კალათბურთელი „ნაგეტსის“ განვითარების ლიგის გუნდში, „გრანდ რაპიდს გოლდში“ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ბეჟანიშვილმა საზაფხულო ლიგის სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კი წინასასეზონო მატჩებში არ უთამაშია.