bayernstrikes - „ბაიერნი“ კვარაცხელიათი დაინტერესებულია, მაგრამ ჯერ გაანათხოვრებს #1TVSPORT
bayernstrikes - „ბაიერნი“ კვარაცხელიათი დაინტერესებულია, მაგრამ ჯერ გაანათხოვრებს #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნის“ მომხრეთა ვებგვერდზე, bayernstrikes-ზე გამოქვეყნდა ბლოგი, სადაც საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელ ხვიჩა კვარაცხელიასადმი კლუბის ინტერესზე საყურადღებო დეტალებია. 

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში რამდენიმე გარემარბი მიუნხენის „ბაიერნს“ დააკავშირეს. გუნდისთვის ეს ტრანსფერი ზაფხულში პრიორიტეტული არ იყო, მაგრამ დუგლას კოსტას წასვლა ამ ვაკუუმს ნამდვილად შექმნის. ბრაზილიელი გარემარბი „ბაიერნში“ წარუმატებელი იჯარის შემდეგ „იუვენტუსში“ ბრუნდება. ფორვარდი, რომელის სახელიც ბოლოს რეკორდმაისტერს დააკავშირეს, ხვიჩა კვარაცხელიაა. Express.DE–ის ცნობით, „ბაიერნი“ ყაზანის „რუბინის“ ფორვარდით დაინტერესდა. 20 წლის თავდამსხმელი ყაზანის „რუბინში“ ძალიან პროდუქტიულ სეზონს ატარებს. მიუნხენურ გრანდს კი აქვს ტრადიცია, კონტრაქტი გაუფორმოს ახალგაზრდა ფეხბურთელებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, – წერს bayernstrikes.

„ბაიერნის“ გულშემატკივართა ვებგვერდი ამ ტრანსფერს ჯერ ფრთხილად ეკიდება, თუმცა, კვარაცხელიას სასურველ მოთამაშეს უწოდებს: „ჯერჯერობით, კვარაცხელიასთან დაკავშირებული ხმები ნაადრევი ჩანს. შესაძლოა, ამ ხმებმა უნდობლობაც გამოიწვიოს. ამასთან, მარცხენა ფლანგზე მისი დამატება საინტერესო იქნებოდა, რადგან 20 წლის ქართველმა თავდამსხმელმა რუსეთში თამაშით შთაბეჭდილება მოახდინა.

„მანჩესტერ სიტიდან“ ლეროი სანეს დამატების შემდეგ გუნდი კალუმ ჰოდსონ-ოდოის გადაბირებასაც ცდილობდა, მაგრამ „ჩელსიმ“ არ გაუშვა. კვარაცხელიასთან შეიძლება გაფორმდეს გრძელვადიანი კონტრაქტი, მაგრამ, სავარაუდოდ, შესაძლოა, „ბაიერნმა“ ყაზანში დააბრუნოს, მეტი სათამაშო დრო რომ ჰქონდეს. ამ მომენტში ეს ჟღერს როგორც ჭორი, მაგრამ ქართველზე ინფორმაცია საყურადღებოა, რადგან „ბაიერნი“ მარცხენა ფლანგის გაძლიერებას ნამდვილად აპირებს“.