ბათუმის „დინამოში“ საკადრო ცვლილებები დაიწყო #1TVSPORT
ბათუმის „დინამოში“ საკადრო ცვლილებები დაიწყო #1TVSPORT

ბათუმის „დინამოში“ ახალი სეზონის დაწყებამდე მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები იგეგმება, რაც transfermarkt-ის გავრცელებული ინფორმაციით დასტურდება.

ცნობილია, რომ გუნდი ალბანელმა ნახევარმცველმა, უერდი მარამ დატოვა. 25 წლის ცენტრალური ნახევარმცველი კარიერას თურქულ კლუბში, ანკარას „კეჩიორენგუჩუში“ გააგრძელებს.

გუნდიდან წავიდა გამბიელი თავდამსხმელი ბუბაკარ ტამბედუ. 22 წლის ფეხბურთელი კარიერას ესტონეთში, ტალინის „ლევადიაში“ განაგრძობს. მცველმა, ლევან ხარაბაძემ კი კონტრაქტი ქუთაისის „ტორპედოსთან“ გააფორმა.

ბათუმის „დინამოში“ ამ ეტაპზე ორი ახალწვეულია – „დინამო თბილისიდან“ მარჯვენა გარემარბი თორნიკე კირკიტაძე და „გონიოდან“ მეკარე ლაზარე კუპატაძე.