ბათუმის „დინამოს“ მეტოქე „სლოვანმა“ „ბრიუგეს“ მცველი დაიმატა #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ მეტოქე „სლოვანმა“ „ბრიუგეს“ მცველი დაიმატა #1TVSPORT

სლოვანი“ ისევ ძლიერდება. ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპამდე ბათუმის „დინამოს“ მეტოქე – ბრატისლავასსლოვანი“ კიდევ ერთი მოთამაშით გაძლიერდა. „უოტფორდის“ ყოფილ ფეხბურთელ, სლოვაკეთის ნახევარმცველ იურაი კუცკას შემდეგ ვლადიმირ ვაისმა პერსპექტიული ბელგიელი მცველი სიმენ ვოეტი დაიმატა.

„გუნდმა ზაფხულში მეორე მოთამაშე დაიმატა. ყველაზე წარმატებულ სლოვაკურ კლუბს 22 წლის ბელგიელი მცველი – სიმენ ვოეტი შეუერთდა და სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ახალგაზრდა ბელგიელი გუნდის საწვრთნელ პროცესს უკვე შეუერთდა. სიმენ ვოეტი არის ბელგიის 18-გზის ჩემპიონი „ბრიუგეს“ მოთამაშე. ის დაცვის მარცხენა ფლანგზე და ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობს. 22 წლის ასაკის მცველი „სლოვანის“ ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა. ის გუნდში 2-ნომრიან მაისურს მოირგებს“, – წერს „სლოვანის“ ოფიციალური გვერდი.

სიმენ ვოეტი პერსპექტიული მოთამაშეა, რომელიც „ბრიუგეს“ აკადემიაში ვარჯიშობდა. ჩვენ მოუთმენლად ველით და გვჯერა, რომ ის წარმატებას მიაღწევს „სლოვანში“ და გამოავლენს პოტენციალს, რომელიც ნამდვილად აქვს“, – განაცხადა კლუბის გენერალურმა დირექტორმა, გუნდის პრეზიდენტმა ივან კმოტრიკ უმცროსმა.

სიმენ ვოეტიმ კარიერა ბელგიაში აიწყო, „ბრიუგეს“ აკადემიის აღზრდილია, 2018/19 წლების სეზონზე ითამაშა ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე. 2019/20 სეზონზე, იჯარით ითამაშა პირველი დივიზიონის „როზელაარში“, შემდეგი სეზონი გაატარა ბელგიის უმაღლესი ლიგის „მეხელენში“, ხოლო 2021 წლის ზაფხულიდან პირველად გაემგზავრა საზღვარგარეთ, მეზობელ ნიდერლანდებში და „ზვოლეს“ მაისურით 19 მატჩი ჩაატარა. სიმენ ვოეტი იყო ბელგიის 17 და 21-წლამდელთა ნაკრებების წევრი.

„ძალიან ბედნიერი ვარ ახალი გამოწვევით. „სლოვანში“ გადასვლა ჩემს კარიერაში დიდ ნაბიჯად მიმაჩნია. ამ კლუბში თამაში ორი მიზეზის გამო მინდა – გუნდი ყოველწლიურად ტიტულისთვის იბრძვის და ევროტურნირზე მონაწილეობს. გარდა ამისა, მინდა განვვითარდე როგორც მოთამაშე და პიროვნება. ბელგიაში და ნიდერლანდებში მუშაობის შემდეგ სრულიად ახალ ქვეყანაში ვითამაშებ. მინდა „სლოვანს“ წარმატების მიღწევაში მაქსიმალურად დავეხმარო“, – განაცხადა სიმენ ვოეტმა.