ბათუმის „დინამომ“ ვერ მოიგო - „სამგურალი“ ლიდერების რისხვად იქცა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ ვერ მოიგო - „სამგურალი“ ლიდერების რისხვად იქცა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-17 ტურში გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი ბათუმის „დინამო“ წყალტუბოში „სამგურალის“ დიდ წინააღმდეგობას წააწყდა, რაც ვერ დაძლია და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.

ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ შემადგენლობა იძულებით გადააახალისა. დაცვაში სტუმრებს არ ჰყავდათ ძირითადი შემადგნელობის სხვადასხვა სიმძიმის ტრავმით დაშავებული მამუკა კობახიძე (განაცხადში იყო), ოლეკსანდრე აზაცკი, ლევან გეგეჩკორი და გოგა ჩაბრაძე, ხოლო ირაკლი აზაროვი დისკვალიფიცირებული იყო. გიორგი ფანცულაიამ მხოლოდ შეცვლაზე ითამაშა.

სამგურალმა“ კი დაამტკიცა, რომ ლიდერების რისხვაა და თბილისის „დინამოს“ და „ლოკომოტივის“ შემდეგ, ქულები ბათუმელებსაც წაართვა, მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

17 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამომ“ 35 ქულა დააგროვა, ისევე როგორც „დინამო თბილისმა“ და სატურნირო ცხრილში პირველობა პირადი მაჩვენებლებით დაიბრუნა. „სამგურალი“ კი 23 ქულით მე-6 პოზიციაზე დარჩა.


სამგურალი“ – „დინამო“ ბთ 0:0


14.06. 2021. წყალტუბო. „26 მაისი – არენა“

სამგურალი“: ქვილითაია – თ. კიკაბიძე, პატარკაციშვილი, ქურდაძე, კალანდარიშვილი – ბურჯანაძე, გილმორი, ფონიავა (75. ჩიხლაძე) – დოლიძე (57. ვერულიძე), კუხიანიძე, დ. კირკიტაძე (75. ლექვთაძე)

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

დინამო“ ბთ: კუპატაძე – მამუჩაშვილი, მარგველაშვილი, გაგოშიძე, ნავალოვსკი – ტეიდი, მანჯგალაძე (55. შინდაგორიძე), ალთუნაშვილი (84. ფანცულაია) – ჯიღაური (64. თორნიკე გაფრინდაშვილი), სანოგო (46. ნიქაბაძე), გროზურეკი (55. ზარია)

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

მთავარი არბიტრი: კ. გიორგაძე

გაფრთხილებები: ნავალოვსკი (80)


 

დატოვე კომენტარი