„ბატეს“ მწვრთნელი - მსაჯობას შედეგზე გავლენა არ მოუხდენია #1TVSPORT
„ბატეს“ მწვრთნელი - მსაჯობას შედეგზე გავლენა არ მოუხდენია #1TVSPORT

ბორისოვოსბატეს“ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვიტალი ჟუკოვსკიმ ბათუმის „დინამოსთან“ უეფა-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი (0:1) შეაფასა – ახალგაზრდა სპეციალისტის თქმით, მინიმალური ანგარიშით გამარჯვება მისი ჩანაფიქრის დამსახურება იყო.

– წინასამატჩო პრესკონფერენციაზეც ვთქვი, რომ ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობდით და კარგადაც გვყავდა შესწავლილი. ჩემპიონატიც ორივე ქვეყანაში მიმდინარეობს, ბელარუსშიც და საქართველოშიც, აქედან გამომდინარე, ორივე გუნდი კარგ ტონუსში ვიყავით.

– ბათუმის „დინამო“ ძალიან კარგი მეტოქეა. გვესმოდა, რომ შეგვიტევდა, რადგან ტრიბუნებზე ნამდვილად დღესასწაული იყო, ხალხისგან ბათუმელებს გასაოცარი მხარდაჭერა ჰქონდათ. ისიც კარგად ვიცოდით, მასპინძლები ფეხბურთის თამაშს და მუდმივ ზეწოლას შეეცდებოდნენ. მიმაჩნია, რომ ამ შეხვედრაში ჩვენმა გეგმამ იმუშავა და ბუნებრივია, შედეგით კმაყოფილი ვარ.

– მსაჯობა? ცუდს ვერაფერს ვიტყვი – არა მგონია, რომ მან ისეთი გააკეთა, რამაც მატჩის შედეგზე გავლენა მოახდინა. გოლის დროს საკამათო მომენტს რაც შეეხება, მე არ დამინახავს, ამ დროს ვინმე მოედანზე იწვა თუ არა. ამას ფეხბურთელები და მსაჯები წყვეტენ.

ბათუმის „დინამოსა“ და „ბატეს“ განმეორებითი მატჩი ბორისოვოში 29 ივლისს გაიმართება. ბელარუსის ვიცე-ჩემპიონის დამარცხების შემთხვევაში, მესამე ეტაპზე გია გეგუჩაძის გუნდი „პეტროკუბის“ (მოლდოვა) და „სივასპორის“ (თურქეთი) წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.