ბასტიან შვაინშტაიგერი - გერმანიას ძალიან გაუმართლებს, თუ ასეთი თამაშით მსოფლიო ჩემპიონატზე გავა #1TVSPORT
ბასტიან შვაინშტაიგერი - გერმანიას ძალიან გაუმართლებს, თუ ასეთი თამაშით მსოფლიო ჩემპიონატზე გავა #1TVSPORT

გერმანიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ბასტიან შვაინშტაიგერმა კომენტარი გაუკეთა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში სლოვაკეთთან წაგებას (0:2).

„ვწუხვარ, მაგრამ ერთი წუთითაც არ მჯეროდა, რომ მოვიგებდით. ეს მძიმე მარცხია, მართლაც ძალიან საშინელი გუნდი ვიყავით. შეცდომებს ვუშვებდით პასებში, ვერ ვქმნიდით საფრთხეს. მას შემდეგ, რაც პირველი გოლი გავუშვით, ჩვენ სხეულის ენა, უბრალოდ, გაქრა.

თუ რაიმეს მოგება გინდა, ხასიათი უნდა აჩვენო. მოთამაშეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ეს ძალიან ცუდი იყო. მე ვერ ვგრძნობდი ვერანაირ ხიფათს. მწვრთნელმა შეიძლება მთელი ღამე ილაპარაკოს, მაგრამ მოთამაშეები თავად უნდა მიხვდნენ ამას. თუ ჩვენ ისე ვითამაშებთ, როგორც დღეს, ძალიან უნდა გაგვიმართლოს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მოვხვდეთ“, – განაცხადა ყოფილმა ფეხბურთელმა.