ბასილაშვილმა აკაპულკოში პირველი წრე ვერ დაასრულა

08:26, 27.02.2018

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ზედიზედ მეექვსე შეხვედრა წააგო. ამჯერად მისთვის წარუმატებელი გამოდგა მექსიკაში აკაპულკოს ტურნირი.

ბასილაშვილი პირველ წრეში ამერიკელ ჯარედ დონალდსონს ხვდებოდა, რომელიც 59-ე ადგილზეა მსოფლიო კლასიფიკაციაში. ქართველს პირველ სეტში საერთოდ არ წაუვიდა საკუთარ მოწოდებაზე თამაში. დონალდსონმა მესამე გეიმში პირველი ბრეიკი შეასრულა, მაგრამ ბასილაშვილმა ​უკუბრეიკის გაკეთება შეძლო. 2:2-ზე ამერიკელმა სრული უპირატესობა მოიპოვა და კიდევ ორი ბრეიკის წყალობით, ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო – 6:2.

მეორე სეტის პირველ ოთხ გეიმში მეტოქეები საკუთარ მოწოდებას ინარჩუნებდნენ, რის შემდეგაც დონალდსონმა მატჩში მეოთხე ბრეიკი შეასრულა და ამის შემდეგ, ბასილაშვილმა თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვა – 51 წუთის განმავლობაში ბრძოლის შემდეგ, ამერიკელმა მოიგო 6:2, 3:2.

ამ ჩოგბურთელებს შორის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 2:2 გახდა.

მსგავსი