ბარსელონას წინააღმდეგ სალაჰის თამაშიც გამოირიცხა
ბარსელონას წინააღმდეგ სალაჰის თამაშიც გამოირიცხა

ლივერპულის შემადგენლობაში კიდევ ერთი იძულებითი ცვლილებაა.

რობერტო ფირმინოს გარდა, ბარსელონას წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში ვერც გუნდის ეგვიპტელი თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი ითამაშებს.

სალაჰი მოედნიდან საკაცით შაბათს, ნიუკასლის წინააღმდეგ მიმდინარე მატჩის დროს გაიყვანეს (3-2 ლივერპულის სასარგებლოდ) და მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი აცხადებს, რომ ფეხბურთელი მომდევნო მატჩს ტვინის შერყევის გამო გამოტოვებს.

„ხვალ ღამით მსოფლიოს ორი საუკეთესო თავდამსხმელი არ იქნება მოედანზე. არადა ოთხი გოლი გვაქვს გასატანი“, – განაცხადა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ პირველი ნახევარფინალური მატჩი კამპ ნოუზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით, 3-0 დასრულდა.