„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჰალანდის აგენტთან მოლაპარაკებები გამართა #1TVSPORT

14:28, 15.12.2021
BOCHUM, GERMANY - DECEMBER 11: Erling Haaland of Borussia Dortmund reacts following the Bundesliga match between VfL Bochum and Borussia Dortmund at Vonovia Ruhrstadion on December 11, 2021 in Bochum, Germany. (Photo by Joosep Martinson/Getty Images)

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ და კლუბის დირექტორმა მატეუ ალემანიმ შეხვედრა გამართეს ცნობილ საფეხბურთო აგენტთან მინო რაიოლასთან.

შეხვედრა იტალიაში შედგა და როგორც გამოცემა Mundo Deportivo წერს, მხარეებმა განიხილეს კატალონურ კლუბში „დორტმუნდის“ ფორვარდის ერლინგ ჰალანდის სავარაუდო ტრანსფერი.

აღნიშნავენ, რომ ლაპორტამ თხოვა რაიოლას შეამციროს თავისი საკომისიო თანხა და განაცხადა, რომ ნორვეგიელი ფეხბურთელი „ბარსელონას“ მნიშვნელოვანი ფიგურა უნდა გახდეს გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელის ჩავის ხელმძღვანელობით.

ჰალანდის გარდა, მხარეებმა ასევე განიხილეს „აიაქსის“ მცველის ნუსაირ მაზრაუის ტრანსფერის პერსპექტივები.

მსგავსი