ბარსელონას ფანკლუბი საქართველოში საფეხბურთო ვიქტორინის გამარჯვებულია

14:45, 18.04.2019

პირველი ხანგრძლივი საფეხბურთო ინტელექტუალური ვიქტორინა მე-12 მოთამაშე დასრულდა, რომლის გამარჯვებულიც ბარსელონას ოფიციალური ფანკლუბის გუნდი ბლაუგრანა გახდა.

ტურნირი 10 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და ის ხუთი ტურისგან შედგებოდა. ბოლო ტურის წინ, ბარსელონას ფანკლუბი ლიდერს ერთი ქულით ჩამორჩებოდა. გამარჯვებული კი ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო კითხვამ გამოავლინა.

გამარჯვებული გუნდის შემადგენლობა: მიხეილ ზაქარეიშვილი (კაპიტანი), ტატო ბაციკაძე, ანდრია პროსტოსერდოვი, ილო ბაბუხადია, გიორგი ანთაძე, სოსო ბერიკაშვილი, ტატო ტყეშელაშვილი.

მსგავსი