შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართა იუნიორთა ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელშიც „ტრაბზონისა“ და „ბარსელონას“ 19-წლამდელთა გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს. ესპანურმა კლუბმა 4:1 გაიმარჯვა.
კატალონელებმა თითო ტაიმში ორ-ორი გოლი გაიტანეს. დუბლი შეასრულა მალელმა იბრაჰიმ დიარამ. „ბარსელონა“ 4:0-ს იგებდა, როცა „ტრაბზონმა“ 88-ე წუთზე ერთი საპასუხო გოლი გაიტანა.
„ბარსელონამ“ მესამედ მოიგო იუნიორთა ჩემპიონთა ლიგა.