„ბარსელონამ“ სერჟ გნაბრისთან მოლაპარაკებები დაიწყო #1TVSPORT
„ბარსელონამ“ სერჟ გნაბრისთან მოლაპარაკებები დაიწყო #1TVSPORT

„ბაიერნის“ ნახევარმცველმა სერჟ გნაბრიმ, შესაძლოა, კარიერა ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელოს, – წერს გამოცემა El Nacional.

წყაროს ცნობით, 26 წლის გერმანელი „ბარსელონას“ ინტერესთა სფეროში მოექცა. კატალონურ კლუბს შეტევის ხაზის გაძლიერება სურს და გნაბრი ამისთვის იდეალურ კანდიდატად მიაჩნია.

„ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა უკვე დაუკავშირდა ფეხბურთელის წარმომადგენლებს სავარაუდო ტრანსფერის განსახილველად.

ამ სეზონში გნაბრიმ „ბაიერნის“ შემადგენლობაში 21 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.