„ბარსელონამ“ რონალდ კუმანი დაითხოვა #1TVSPORT
Ronald Koeman during the match between FC Barcelona and Granada CF, corresponding to the week 5 of the group A of the Liga Santander, played at the Camp Nou Stadium, on 20th September 2021, in Barcelona, Spain. — (Photo by Urbanandsport/NurPhoto via Getty Images)
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა პოსტი დატოვა. კატალონურმა კლუბმა გამოაცხადა 58 წლის სპეციალისტის განთავისუფლების შესახებ.
„ბარსელონამ“ ოთხშაბათს, ლა ლიგას მე-11 ტურში 0:1 წააგო „რაიო ვალეკანოსთან“ და სწორედ ამის შემდეგ თქვა კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ კუმანის წასვლის შესახებ.
წინა ტურში „ბარსელონამ“ შინ წააგო „რეალთან“ „ელ კლასიკო“. გუნდს 10 მატჩში 15 ქულა აქვს და ცხრილში მეცხრე ადგილზეა. ჩემპიონთა ლიგაზე გუნდს სამ ტურში სამი ქულა აქვს და მესამე ადგილი უკავია.
შეგახსენებთ, რომ 2020 წელს, კუმანმა ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, რათა „ბარსელონაში“ გაეგრძელებინა კარიერა.