„ბარსელონამ“ პენალტების სერიაში წააგო მარადონას თასი [ვიდეო] #1TVSPORT
„ბარსელონამ“ პენალტების სერიაში წააგო მარადონას თასი [ვიდეო] #1TVSPORT

საუდის არაბეთის ქალაქ ელ-რიადში მარადონას თასი გათამაშდა. ერთმანეთს შეხვდნენ ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო მარადონას ყოფილი კლუბები – „ბარსელონა“ და „ბოკა ხუნიორსი“.

ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. „ბარსელონას“ მხრიდან ანგარიში გახსნა ფერან იუტგლამ. 77-ე წუთზე ესეკილ სებალიოსმა შეძლო გათანაბრება. პენალტების სერიაში „ბოკა ხუნიორსმა“ 4:2 მოიგო.

„ბარსელონამ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ნეტო, ლანგლე (46. მინგესა), ერიკ გარსია (61. მარმოლი), ბალდე, პუიგი, ალვარო სანსი (60. მატეუს პერეირა), დანი ალვეში, ფილიპე კოუტინიო (60. ჟაიმე), დესტი (61. კომასი), იუტგლა, დემირი (46. აჰომაში).

ეს შეხვედრა მიეძღვნა არგენტინული ფეხბურთის ლეგენდას დიეგო მარადონას, რომელიც ერთი წლის წინ გულის შეტევით გარდაიცვალა.