„ბარსელონამ“ ლანგლესთან გამოთხოვება გადაწყვიტა #1TVSPORT
„ბარსელონამ“ ლანგლესთან გამოთხოვება გადაწყვიტა #1TVSPORT

„ბარსელონას“ მცველმა კლემან ლანგლემ, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვოს კატალონური გუნდი, – ამის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტ-გამოცემა Sport.es-მა გაავრცელა.

წყაროს ცნობით, „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა აღარ არის დაინტერესებული 26 წლის ფრანგის სამსახურით. კონკურენტების უკეთესი თამაში და „მანჩესტერ სიტიდან“ ერიკ გარსიას გაფორმება აიძულებს ლანგლეს ახალი კლუბი ეძებოს.

„ბარსელონა“ მზად არის იჯარით გაუშვას ლანგლე და ამ მხრივ მუშაობა მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ფრანგი კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ ლანგლე „ბარსელონაში“ 2018 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში მან 33 მატჩი ჩაატარა ლა ლიგაში და ერთი გოლი გაიტანა.