„ბარსელონამ“ კლემან ლანგლე იჯარით „ტოტენჰემში“ გაუშვა #1TVSPORT
„ბარსელონამ“ კლემან ლანგლე იჯარით „ტოტენჰემში“ გაუშვა #1TVSPORT

ფრანგი ცენტრალური მცველი კლემან ლანგლე ლონდონის „ტოტენჰემის“ ფეხბურთელი გახდა.

27 წლის მოთამაშე ინგლისურ კლუბში „ბარსელონადან“ ერთი წლით იჯარის წესით გადავიდა.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ფრანგის ხელფასის გადახდა კლუბებს შორის განაწილდება.

ლანგლე 2018 წელს გადავიდა „სევილიადან“ „ბარსელონაში“. მან კატალონურ გუნდში 158 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა, ასევე მიიღო 34 ყვითელი და ხუთი წითელი ბარათი.