„ბარსელონამ“ გრიზმანის გოლით ჟოან გამპერის თასი მოიგო (ვიდეო)
„ბარსელონამ“ გრიზმანის გოლით ჟოან გამპერის თასი მოიგო (ვიდეო)

„ბარსელონამ“ 2020-21 წლების სეზონში პირველი ტიტული მოიგო – კატალონურმა კლუბმა „ელჩე“ 1:0 დაამარცხა და ჟოან გამპერის თასი მოიპოვა.

ერთადერთი გოლი „კამპ ნოუზე“ გამართულ მატჩში ანტუან გრიზმანმა გაიტანა – ეს მეორე წუთზე მოხდა. ლიონელ მესიმ 90 წუთი ითამაშა. მეორე ტაიმში „ბარსელონას“ რიგებში ნახევარმცველის მირალემ პიანიჩის დებიუტი შედგა.

„ბარსელონას“ სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: ნეტო, პიკე, სერხიო, გრიზმანი, მესი, ფილიპე კოუტინიო, ლანგლე, ჟორდი ალბა, სერხი რობერტო, დე იონგი, ფატი.

ჟოან გამპერის თასი – ყოველწლიური ამხანაგური ტურნირია, რომელიც „ბარსელონამ“ 43-ედ მოიგო.