„ბარსელონამ“ ახალი კონტრაქტები გააფორმა პიკესთან, ტერ შტეგენთან, დე იონგთან და ლანგლესთან
„ბარსელონამ“ ახალი კონტრაქტები გააფორმა პიკესთან, ტერ შტეგენთან, დე იონგთან და ლანგლესთან

„ბარსელონამ“ საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა კონტრაქტების გაგრძელების შესახებ მცველებთან – ჟერარ პიკესთან და კლემან ლანგლესთან, მეკარე მარკ-ანდრე ტერ-შტეგენთან და ნახევარმცველ ფრენკი დე იონგთან.

პიკეს ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში, ტერ შტეგენის ახალი კონტრაქტი იმოქმედებს 2025 წლის ზაფხულამდე, ხოლო დე იონგმა და ლანგლემ გააგრძელეს კონტრაქტი 2026 წლამდე.

ასევე კონტრაქტებში ჩაიწერა ამ ფეხბურთელთა გამოსასყიდი თანხის ოდენობა. პიკესა და ტერ შტეგენის შემთხვევაში, ეს არის 500 მილიონი ევრო, დე იონგის ღირებულებაა 400 მილიონი ევრო, ლანგლესი – 300 მილიონი.