„ბარსელონამ“ „აინტრახტიდან“ 17 წლის გარემარბი შეიძინა #1TVSPORT

07:36, 09.01.2022

„ბარსელონამ“ ოფიციალურად გამოაცხადა ფრანქფურტის „აინტრახტიდან“ ფაბიო ბლანკოს ტრანსფერის შესახებ. კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაფორმდა და მასში გამოსასყიდ თანხად ჩაწერილია 100 მილიონი ევრო.

თავდაპირველად, 17 წლის გარემარბი „ბარსელონას“ მეორე გუნდში ითამაშებს.

ბლანკო „ვალენსიას“ აღზრდილია და ესპანეთის იუნიორთა ნაკრებში გამოდის.

მსგავსი