„ბარსელონამ“ 16 წლის ლამინე იამალთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა მილიარდი ევროა #1TVSPORT
„ბარსელონამ“ 16 წლის ლამინე იამალთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა მილიარდი ევროა #1TVSPORT

„ბარსელონამ“ 16 წლის ლამინე იამალთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა ერთი მილიარდი ევრო იქნება.

იამალის დებიუტი „ბარსელონას“ შემადგენლობაში გასულ სეზონში შედგა. ახალი კონტრაქტით, ის ესპანური ფეხბურთის გრანდში 2026 წლამდე დარჩება.

16 წლის მოთამაშემ მიმდინარე სეზონში საკლუბო დონეზე ათი შეხვედრა ჩაატარა და თავი ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

ის ასევე გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი (16 წლისა და 57 დღის), რომელმაც ესპანეთის ნაკრების რიგებში გაიტანა გოლი. მან ამის გაკეთება თბილისში, საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული გუნდების შეხვედრაში მოახერხა.