„ბარსელონა“ ტერ შტეგენს კაპიტნის სამკლაურს ჩამოართმევს (Mundo Deportivo) #1TVSPORT

20:26, 25.07.2025

„ბარსელონაში“ სურთ, კაპიტნის სამკლაური ჩამოართვან მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენს. ეს გადაწყვეტილება შეთანხმებულია კლუბის ხელმძღვანელობასთან და სამწვრთნელო ჯგუფთან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ გუნდს სჭირდება ახალი ადამიანი, რომელიც დამაკავშირებელი რგოლი იქნება ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს შორის. ამის შესახებ წერს კატალონური გამოცემა Mundo Deportivo.

წყაროს ცნობით, ბოლო უთანხმოება გერმანელ მეკარესა და „ბარსელონას“ შორის წარმოიშვა იმის გამო, რომ ფეხბურთელმა კლუბზე ადრე გამოაცხადა ზურგზე ოპერაციის აუცილებლობის შესახებ. ტრავმის გამო ტერ შტეგენს სამი თვის გამოტოვება მოუწევს.

ტერ შტეგენის გარდა, ამ მომენტისთვის „ბარსელონას“ კაპიტნები არიან რონალდ არაუხო, ფრენკი დე იონგი და რაფინია. გერმანელი ამ როლში შეიძლება ჩაანაცვლოს ინიგო მარტინესმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, ფერან ტორესმა ან ლამინ იამალმა.

მსგავსი