ევროპის რამდენიმე ტოპ-კლუბი გამოთქვამს ინტერესს „მანჩესტერ იუნაიტედის“ 27 წლის ფორვარდის მარკუს რეშფორდის მიმართ, – წერს ინტერნეტ-გამოცემა Caught Offside.
წყაროს ცნობით, თავდამსხმელის შეძენის შესაძლებლობას განიხილავენ „ბარსელონა“, „პარი სენ-ჟერმენი“ და „ბაიერნი“, ამასთან, კატალონელები მთავარი პრეტენდენტები არიან რეშფორის ხელში ჩასაგდებად. იტყობინებიან, რომ „ბარსელონას“ 2025 წლის ზაფხულში სურს ინგლისელის გამოსყიდვა და იმედოვნებს, იმ დროისთვის ფეხბურთელის ღირებულება 40 მილიონ ევრომდე შემცირდება.
მიმდინარე სეზონში რეშფორდმა ყველა ტურნირზე 24 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.